Snow

კონფერენციის შესახებ

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) ამერიკულ ავსტრიული ფონდისა (AAF) და ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოების (ISA) მხარდაჭერით ა.წ. 14 დეკემბერს მართავს საერთაშორისო სიმპოზიუმს ლიპიდოლოგიაში.

აღნიშნული შეხვედრისთვის საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) მიერ მოწვეულია ჰოლანდიური ლიპიდების კლინიკების ქსელის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი, ლიპიდოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, პროფესორი პიტერ ლანსბერგი. სიმპოზიუმზე ლექციებს წაიკითხავს ჩვენი ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე და კლინიკა ჰელსიკორის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, კარდიოლოგი მამუკა ქობალავა.

ქართველი კოლეგების მიერ მოხდება რთული და საინტერესო კლინიკური შემთხვევების წარდგენა და ლიპიდოლოგიის აქტუალური საკითხების ირგვლივ დისკუსია.

ჩვენი ასოციაცია უშუალოდ ამ ღონისძიებისთვის გამოსცემს პაციენტთათვის საინფორმაციო ბროშურასა და ექიმებისათვის სტატინების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ სტატიების კრებულს ლიპიდოლოგიაში. აღნიშნული დოკუმენტი უსასყიდლოდ დაურიგდება ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას.

ღონისძიების რეგისტრაცია იწყება 15 ნოემბერს საღამოს 22:00 და დასრულდება 25 ნოემბერს. რეგისტრირებული დელეგატების რაოდენობა შეზღუდულია და შეადგენს - 90 დელეგატს. რეგიონის ექიმებისთვის გამოყოფილია კვოტა - 20 ადგილი.

ღონისძიების სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს: ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, ოჯახის ექიმები/თერაპევტები, ნევროლოგები, ჰეპატოლოგები. როგორც პრაქტიკოსი ექიმები, ისე კლინიკური რეზიდენტები.

ნებისმიერი სხვა სპეციალობის ექიმის, რეზიდენტისა და სტუდენტებისთვის ღონისძიებაზე დასწრება შეუძლებელია. გაითვალისწინეთ, არასამიზნე აუდიტორიიდან რეგისტრაციისა და თანხის გადმორიცხვის შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდება.

იმ შემთხვევაში თუ ადგილები დროზე ადრე შეივსება, ავტომატურად დაიხურება რეგისტრაციის პროცესი და შეუძლებელი იქნება ღონისძიებაზე მოხვედრა. ასე რომ, იჩქარეთ!

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია სიმბოლურ ფასად:

GAEM-ის წევრი ექიმები და რეზიდენტები - 30 ლარი

GAEM-ის არა წევრი ექიმები - 50 ლარი

რეგისტრაცია

ჩვენი სპიკერები

პიტერ ლანსბერგი

MD, PhD - ჰოლანდია

ნათია ვაშაყმაძე

MD - საქართველო

მამუკა ქობალავა

MD, PhD - საქართველო

ანა კობაიძე

MD - საქართველო

მერი დავითაძე

MD - საქართველო

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია



საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:

ნათია ვაშაყმაძე - ენდოკრინოლოგი

საორგანიზაციო კომიტეტი:

მერი დავითაძე, ენდოკრინოლოგი

ნინო თედორაძე, ენდოკრინოლოგი

ანა კობაიძე, ენდოკრინოლოგი

ნაზი ჭელიძე - ენდოკრინოლოგი



წინასწარი პროგრამა

14 დეკემბერი, 2019

14 დეკემბერი, 2019 წ.

09 : 00 - 10 : 00

რეგისტრაცია

10 : 00 - 10 : 10

კონფერენციის გახსნა

10 : 10 - 10 : 20

პრე - ტესტი

10 : 20 - 10 : 50

ლიპიდური ცვლის ფიზიოლოგია

ნათია ვაშაყმაძე, თბილისი, საქართველო

10 : 50 - 11 : 20

ოჯახური ჰიპერქოლესტეროლემია - როგორ ამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ ფატალური გამოსავლის მქონე არასაკმარისად ყურადღებამიქცეულ დაავადებას

პროფესორი პიტერ ლანსბერგი, MD, PhD, ამსტერდამი, ნიდერლანდები

11 : 20 - 12 : 00

კლინიკური შემთხვევების განხილვა

ქართველი ექიმების მიერ

12 : 00 - 13 : 00

ლანჩი

13 : 00 - 13 : 30

ქოლესტეროლის ომები: სიცოცხლის გადამრჩენელი საბრძოლო ტაქტიკა, როგორ მოვერიოთ ქოლესტეროლის დამწევი თერაპიის შესახებ გავრცელებულ ყალბ ცნობებს სოციალურ მედიაში

პროფესორი პიტერ ლანსბერგი, ლიპიდოლოგი, MD, PhD, ამსტერდამი, ნიდერლანდები

13 : 30 - 14 : 00

დისლიპიდემია - ახალი თერაპიული სამიზნეები, სტატინების აუტანლობა Quo Vadis? (საით მივდივართ?)

მამუკა ქობალავა, კარდიოლოგი, თბილისი, საქართველო

14 : 00 - 14 : 30

სტატინები და ღვიძლი: დამაზიანებელი პრეპარატები თუ თერაპიული აგენტები?!

ნათია ვაშაყმაძე, თბილისი, საქართველო

14 : 30 - 15 : 10

კლინიკური შემთხვევების განხილვა

ქართველი ექიმების მიერ

15 : 10 - 15 : 20

პოსტ-ტესტი

15 : 20 - 15 : 30

ტესტების განხილვა

15 : 30 - 15 : 50

საბოლოო შეკითხვები და დისკუსია

15 : 50 - 16 : 00

ღონისძიების დახურვა და სერტიფიკატების გადაცემა

კონტატი

მისამართი

სასტუმრო ჰოლიდეი ინნ, თბილისი; 26 მაისის მოედანი 1, 0171, თბილისი, საქართველო.

ტელეფონი

მერი: 595 33 91 11;

ნინო: 595 09 00 99

Email

info@gaem.ge