Snow

კონფერენციის შესახებ

ძვირფასო კოლეგებო, გვინდა დიდი სიხარულითა და სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) 2023 წლის 4-5 თებერვალს სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ის საკონფერენციო სივრცეში მართავს საერთაშორისო კონფერენციას კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. აღნიშნული შეხვედრის აკადემიური პარტნიორი და სპონსორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, საქართველო-ისრაელის მულტიპროფილური კლინიკა „ჰელსიკორი“ და ღია სამედიცინო ინსტიტუტი. აღნიშნულ კონფერენციაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.

ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების Endocrine Society ქართულ ენაზე ნათარგმნი და გამოცემული 2 გაიდლაინის პრეზენტაცია ლიპიდოლოგიაში: „დისლიპიდემიის მართვა ენდოკრინული დაავადებების დროს“ და „ჰიპერტრიგლიცერიდემიის შეფასება და მართვა“. აღნიშნული გაიდლაინები ითარგმნა ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების ოფიციალური ნებართვით. მეტიც, აღნიშნული გაიდლაინების ქართულ ენაზე გამოცემა ხდება ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც ჩვენი ასოციაცია (GAEM) საჯაროდ, კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას უცხადებს ჩვენს საპატიო და პრესტიჟულ საერთაშორისო მხარდამჭერსა და პარნიორს - ამერიკის ენდოკრინულ საზოგადოებას - Endocrine Society.

კონფერენციის სამიზნე აუდიტორიაა ენდოკრინოლოგები, ბავშვთა ენდოკრინოლოგები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ნევროლოგები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და სხვ. კონფერენციაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე კლინიკურ რეზიდენტებს, დოქტორანტებსა და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. სტუდენტებისთვის განსაზღვრულია შეზღუდული რაოდენობა - მაქსიმუმ 20 ადგილი. სტუდენტების შემთხვევაში მოქმედებს წესი, ვინც პირველი მოასწრებს, ის დარეგისტრირდება.

კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის სინქრონული თარგმანი.

კონფერენცია, აკრედიტებული იქნება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ (შეტანილია საბუთები აკრედიტაციის მოთხოვნით, ველოდებით საბჭოს გადაწყვეტილებას) და კონფერენციაზე დამსწრე ექიმებს მიენიჭებათ უწყვეტი პოსტდიპლომური სამედიცინო განათლების (უპგ) კრედიტ ქულები.

კონფერენციაზე დასწრება ფასიანია. კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია 1. სარეგისტრაციო ფორმის შევსება და 2. დასწრების საფასურის გადარიცხვა ასოციაციის ანგარიშზე.


კონფერენციაზე რეგისტრაცია ოფიციალურად გაიხსნება 2023 წლის 4 იანვარს 12:00.

4 იანვრიდან 20 იანვრამდე - ადრეული რეგისტრაციიის საფასურია:

ექიმებისთვის - 150 ლარი

რეზიდენტებისთვის - 120 ლარი

სტუდენტებისთვის - 100 ლარი

21 იანვრიდან 30 იანვრამდე - გვიანი რეგისტრაციიის საფასურია:

ექიმებისთვის - 250 ლარი

რეზიდენტებისთვის - 200 ლარი

სტუდენტებისთვის - 150 ლარი


კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასური მოიცავს:

  • • კონფერენციაზე დასწრებას 2 დღის მანძილზე
  • • მაღალი ხარისხის სინქრონულ თარგმანს
  • • ლიპიდოლოგიის ქართულ ენაზე ნათარგმნ და დაბეჭდილ 2 გაიდლაინს:
  •    1. ჰიპერტრიგლიცერიდემიის შეფასება და მართვა
  •    2. დისლიპიდემიის მართვა ენდოკრინული დაავადებების დროს
  • • უწყვეტი სამედიცინო პოსტდიპლომური განათლების კრედიტ ქულების მქონე სერტიფიკატს
  • • კვებას

ასოციაციის ანგარიშის ნომერი და კონფერენციაზე დასწრების ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება სარეგისტრაციო ფორმის ბოლოს. რეგისტრაცია გაიხსნება 4 იანვარს 12:00

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციაზე რეგისტრაცია ოფიციალურად სრულდება 30 იანვარს, გაითვალისწინეთ, რომ დამსწრეთა რაოდენობა საკონფერენციო სივრცის მაქსიმალური ტევადობის გათვალისწინებით შეზღუდულია, ადგილების დროზე ადრე შევსების შემთხვევაში დაიხურება რეგისტრაციის პროცესი, ამდენად, კონფერენციაზე დასწრებას დაჯავშნის ის, ვინც პირველმა გაიარა რეგისტრაცია და გადაიხადა დასწრების ღირებულება.

გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსება ადგილის დაჯავშნისა და დასწრების გარანტია არ არის. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ფორმის შევსებასთან ერთად საფასურის გადახდა.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენთან ჩვეულ ადგილსა და ჩვეულ გარემოში პირსპირ შეხვედრას.

ჩვენი სპიკერები

გარი ჰემერი

დეტროიტი, აშშ

ნათია ვაშაყმაძე

თბილისი, საქართველო

ხუან–კარლოს გალოფრე

ბარსელონა, ესპანეთი

დავით მეტრეველი

თბილისი, საქართველო

პიტერ ლანსბერგი

ამსტერდამი, ნიდერლანდები

პაატა ქავთარია

თბილისი, საქართველო

ბულენთ ილდიზი

ანკარა, თურქეთი

მარინა გორდელაძე

თბილისი, საქართველო

ეკა კვარაცხელია

თბილისი, საქართველო

მაია ჩიქობავა

თბილისი, საქართველო

მამუკა ქობალავა

თბილისი, საქართველო

მირანდა ბარათაშვილი

თბილისი, საქართველო

ქეთევან უგულავა

თბილისი, საქართველო

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია



საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი:

ნათია ვაშაყმაძე - ენდოკრინოლოგი, GAEM-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

საორგანიზაციო კომიტეტი:

ნაზი ჭელიძე - ენდოკრინოლოგი

ქეთევან ძაგანია - ენდოკრინოლოგი

მედეა წერეთელი - ენდოკრინოლოგი

თინათინ კუჭუხიძე - დიპლომირებული მედიკოსი

ნინო ნადირაძე - ენდოკრინოლოგი

ნაზიბროლა ჩირაძე - ენდოკრინოლოგი


კონფერენციის პროგრამა

4 - 5 თებერვალი, 2023

4 თებერვალი, 2023

დღე პირველი: 4 თებერვალი, 2023 წ.

09 : 30 - 10 : 00

რეგისტრაცია

10 : 00 - 10 : 10

კონფერენციის გახსნა და (ამერიკის) ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) ნათარგმნი გაიდლაინების პრეზენტაცია ლიპიდოლოგიაში

ნათია ვაშაყმაძე

GAEM-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თბილისი, საქართველო.

10 : 10 - 10 : 15

მისასალმებელი სიტყვა

ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

თბილისი, საქართველო.

10 : 15 - 10 : 20

მისასალმებელი სიტყვა

მაია კიღურაძე

საქართველო-ისრაელის სამედიცინო კვლევითი კლინიკა "ჰელსიკორი"-ს სამედიცინო დირექტორი

თბილისი, საქართველო.

10 : 20 - 10 : 30

პრე-ტესტი

10 : 30 - 11 : 00

თირკმელზედა ჯირკვლის წარმონაქმნები, როდის დავეჭვდეთ? ავთვისებიანობა, კეთილთვისებიანობა და მეტი

გარი ჰემერი

მიჩიგანის უნივერსიტეტის ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი, ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) ყოფილი პრეზიდენტი

დეტროიტი, აშშ.

11 : 00 - 11 : 15

კითხვა-პასუხი

11 : 15 - 11 : 45

პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS) როგორც მეტაბოლური დაავადება

ბულენტ ილდიზი

ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ანკარა, თურქეთი.

11 : 45 - 12 : 00

კითხვა-პასუხი

12 : 00 - 12 : 30

მეორეული ენდოკრინული ჰიპერტენზია

ნათია ვაშაყმაძე

GAEM-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი, საქართველო.

12 : 30 - 12 : 45

დისკუსია

12 : 45 - 13 : 15

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები - რთული კლინიკური შემთხვევების განხილვა

გარი ჰემერი

მიჩიგანის უნივერსიტეტის ენდოკრინული ონკოლოგიის პროგრამის დირექტორი, ამერიკის ენდოკრინული საზოგადოების (Endocrine Society) ყოფილი პრეზიდენტი

დეტროიტი, აშშ.

13 : 15 - 13 : 30

კითხვა-პასუხი

13 : 30 - 14 : 30

შესვენება - ლანჩი

14 : 30 - 15 : 00

გადაჭარბებულად ხომ არ ვმკურნალობთ ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებულ კიბოს?!

ხუან კარლოს გალოფრე

ნავარას საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგი

ბარსელონა, ესპანეთი.

15 : 00 - 15 : 15

კითხვა-პასუხი

15 : 15 - 15 : 45

სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი და სუბკლინიკური თირეოტოქსიკოზი: ვუმკურნალოთ თუ არა?!

დავით მეტრეველი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი

თბილისი, საქართველო.

15 : 45 - 16 : 00

კითხვა-პასუხი

16 : 00 - 16 : 30

ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ბავშვთა ასაკში: მიზეზები და შედეგები

ეკა კვარაცხელია

ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თსსუ-ის მიწვეული ლექტორი

თბილისი, საქართველო.

16 : 30 - 16 : 45

კითხვა-პასუხი

16 : 45 - 17 : 00

დღის დახურვა და ჯგუფური ფოტოს გადაღება

5 თებერვალი, 2023

დღე მეორე: 5 თებერვალი, 2023 წ.

10 : 00 - 10 : 45

სტატინები მოძველდა?!

პიტერ ლანსბერგი

გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰოლანდიური ლიპიდების კლინიკების ქსელის დამფუძნებელი

ამსტერდამი, ნიდერლანდები.

10 : 45 - 11 : 00

კითხვა-პასუხი

11 : 00 - 11 : 30

დისლიპიდემიის მართვის თანამედროვე გამოწვევები, რთული შემთხვევების ინოვაციური მკურნალობა

მამუკა ქობალავა

კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი, საქართველო

11 : 30 - 11 : 45

დისკუსია

11 : 45 - 12 : 15

დისლიპიდემიის მართვა გავრცელებული ენდოკრინული დაავადებების დროს

ნათია ვაშაყმაძე

GAEM-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი, საქართველო

12 : 15 - 12 : 30

კითხვა-პასუხი

12 : 30 - 13 : 30

შესვენება - ლანჩი

13 : 30 - 14 : 00

შაქრიანი დიაბეტის ტიპირების სირთულეები ბავშვთა და მოზარდთა ასაკში

მარინა გორდელაძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თბილისი, საქართველო

14 : 00 - 14 : 15

კითხვა-პასუხი

14 : 15 - 14 : 45

ზრდასრულებში შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკის (ტიპის დაზუსტების) გამოწვევები ენდოკრინოლოგის კლინიკურ პრაქტიკაში

მირანდა ბარათაშვილი

კლინიკა ჰელსიკორის ექიმი ენდოკრინოლოგი

თბილისი, საქართველო

14 : 45 - 15 : 00

კითხვა-პასუხი

15 : 00 - 15 : 30

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის ფარმაკოთერაპია - მეცნიერებიდან პაციენტებამდე

მაია ჩიქობავა

კლინიკა ენმედიცის ენდოკრინოლოგი

თბილისი, საქართველო

15 : 30 - 15 : 45

კითხვა-პასუხი

15 : 45 - 16 : 05

მტკივნეული დიაბეტური პოლინეიროპათია - დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ქეთევან უგულავა

კლინიკა ჰელსიკორის ექიმი ნევროლოგი

თბილისი, საქართველო

16 : 05 - 16 : 15

კითხვა-პასუხი

16 : 15 - 16 : 30

სექციის შემაჯამებელი დისკუსია, კონფერენციის დახურვა, სერტიფიკატების გადაცემა

ჩვენი სპონსორები

კონტატი

მისამართი

ღონისძიება გაიმართება სასტუმრო ჰოლიდეი ინ-ის საკონფერენციო დარბაზში „აჭარა ჰოლი“. 26 მაისის მოედანი #1, თბილისი, საქართველო

ტელეფონი

ნუკა - 597 677 699

ქეთი - 558 597 874

Email

info@gaem.ge